საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გამოიარა და ახლაც გადის რთულ პერიოდს – ბულგარეთის წარმომადგენელი, მანოილ მანევი

რუსი დეპუტატების, მათ შორის, გავრილოვის თბილისში ვიზიტს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ბულგარეთის წარმომადგენელი, მანოილ მანევი ეხმაურება.

მანოილ მანევი იმ ასამბლეის მონაწილეა, რომელიც საქართველოში უნდა გაიმართოს, თუმცა, საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, რომ რუსმა დეპუტატებმა ამაში მონაწილეობა არ მიიღონ.

მანოილ მანევი ამბობს, რომ საქართველო რთულ პერიოდს გადის.

„ვამზადებდი ჩემს მიმართვას ამ ღონისძიებისთვის, თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა და სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ყველას დაგვავიწყდა, რომ ჩვენ პირველ რიგში, ვართ ადამიანები. თუ გვინდა, რომ ომი არ იყოს არსად და არანაირი მიზეზით არ იღუპებოდნენ, ჩვენ პოლიტიკოსები, პირველ რიგში, უნდა ვიყოთ ადამიანები და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკოსები. რუსეთი პოლიტიკოსები არ არიან, რუსეთი ხალხია, არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რა თქვა კონკრეტულმა დეპუტატმა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გამოიარა და ახლაც გადის რთულ პერიოდს და ეს არავის უნდა დაავიწყდეს,“ – აცხადებს მანოილ მანევი.

banner
წინა სტატიაშიაქცია ქუთაისსა და ზუგდიდში-“რუსეთი ოკუპანტია”
შემდეგი სტატიაკობახიძემ იცოდა, რომ პარლამენტში სხდომის წამყვანი რუსი დეპუტატი იქნებოდა – “კურიერმა” ბრძანება მოიპოვა