„საქართველო არის ევროპა“ – ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს ქართულად მიულოცა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს.

ლინკევიჩიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის საქართველოს მოქალაქეებს ქართულად მიმართავს.

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გილოცავთ უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, რომელიც დაიმსახურეთ და რომელსაც დიდხანს ელოდით. ამიერიდან, საქართველოში მეტი ევროპა და ევროპაში მეტი საქართველო იქნება. საქართველო არის ევროპა“, – აცხადებს ლინკევიჩიუსი ვიდეო მიმართვაში.

banner
წინა სტატიაში“მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ” – საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატია“სიმბოლურია, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღეს დაემთხვა”