19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

„საქართველო არჩევანის წინაშეა“- წერილი ევროპულ მომავალსა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე

“ალტერნატივა!!!
ბიძინას ალტერნატივა!!!
თუ ამ პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო პროტესტმა ვერ შეძლო ბიძინას რეალური ალტერნატივის შექმნა, კიდევ ბევრ ხანს მოგვიწევს პროტესტში ყოფნა და ჩვენთვის სამარცხვინო ხელისუფლების პირობებში არსებობა!!!
ტელეეთერები, პოდკასტები,
Youtube არხები და ა.შ. ყველაფერი საჭიროა და აუცილებელი…
პროტესტი რუსთაველზე, პროტესტი ქუჩაში, სამსახურში…
კი, ბატონო!!!
თუმცა, დღესავით ნათელია, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას კრიტიკული უმრავლესობა, რომელიც არჩევნებით გაისტუმრებს ბიძინას პოლიტიკურ მოუსავლეთში!!!
როდესაც ვუყურებ სახელისუფლებო არხებს, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ჩვენ და ქოცები არა თუ ერთ ქვეყანაში, არამედ სხვადასხვა კონტინენტზე ვცხოვრობთ…
დიახ, ვუყურებ სახელისუფლებო არხებს, მერე ქუჩაში გავდივარ და ეს განცდა კიდევ უფრო მიმძაფრდება…
რუსულმა პროპაგანდამ საუკუნო დაღი დაასვა ქართული ოცნების ამომრჩეველს…
ქოცების ამომრჩეველი უნდა გადმოვქაჩოთო, ვამბობთ… კი, ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ეს ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მიმაჩნია!!!
ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვკარგავთ და ამაზე ვიზრუნოთ!!!
თითქოს პროტესტმა ქუჩიდან სხვადასხვა ლოკაციებზე გადაინაცვლა და საზოგადოებრივი პროტესტი არსად წასულაო, ვიმედოვნებთ, თუმცა ეს ვფიქრობ, ჩვენი წარმოსახვის, თვითდაჯერებუმულობისა და სასურველის რეალობად გასაღების მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს!!!
რაც შეეხება დასავლეთს!!!
დასავლეთის დახმარება უმნიშვნელოვანესია, რომ არა დასავლეთის თანადგომა და პოლიტიკური კონტექსტი, რუსი ბიძინა რეფერენდუმსაც ჩაატარებდა საქართველოს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით…
არ ვუტრირებ!!!
მიუხედავად საზოგადოების ძალისხმევისა, რეალური პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში მკვდარია!!!
მიზეზი საკმარისზე მეტია და ამ მიზეზებზე უკვე ზედმეტად მიმაჩნია საუბარი…
ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია!!!
კიდევ იმიტომ შევიკავებ მიზეზებზე საუბრისგან თავს, რადგან მომიწევს პოლიტიკური სპექტრის გაკრიტიკება, რომელსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არარელევანტურად ვთვლი…
არსებული პოლიტიკური სპექტრის ჩანაცვლება დღევანდელ პირობებში შეუძლებელია!!!
სხვისი ძაგება და უმიზნო გაკრიტიკება, მითუმეტეს, კრიჭაში ჩადგომა, წარსულზე აპელირება და ბოლოს, ერთმანეთისთვი თავპირის მტვრევა, თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიან იოლი საქმეა…
კიდევ იცით რა მიმაჩნია იოლ საქმედ, პოლიტიკური პროცესის შექმნის სანაცვლოდ პოლიტიკური პროცესის ინიტაცია!!!
რეალობის აღქმის უნარის არარსებობა და საკუთარი ეგოების დაკმაყოფილების გამძაფრებული სურვილი მიმაჩნია შექმნილი ვითარების მთავარ გამომწვევად!!!
აბა, ასე რომ არ იყოს, შეხედეთ, როგორ დასუსტდა რუსეთი, პუტინი ტრამპს სთხოვს ზელენსკისთან უშუამდგომლოს, რათა უსაფრთხოდ ჩაატაროს წითელ მოედანზე 9 მაისისადმი მიძღვნილი აღლუმი…
ოდესმე ვინმე ჭკუათმყოფელი წარმოიდგენდა ამას?!
… და ამ დროს, ,,ქართული ოცნების” წყალობით, ერთ დროს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მდგარი ყველაზე მოწინავე ქვეყანა საცოდავად და სამარცხვინოდ გამოიყურება!!!
ყველამ გვაჯობა, დიახ გვაჯობა!!!
იმასაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერევანში მთელი პოლიტიკური ელიტა შეიკრიბებოდა, ერევანს კავკასიის გეოპოლიტიკურ გულად აღიარებდნე და ჩვენ თითს დაგვიქნევდნენ, აბა, ქართველებო, არჩევანი თქვენზეა, მიბაძავთ სომხებს, იქნებით ჩვენკენ თუ რუსეთის უკანალს აირჩევთ თქვენს მომავლადო!!!
ამიტომ ძალიან მინდა 26 მაისს ყველამ ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა და ძალიან ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე!!!
მაინც მგონია რომ ჩვენი სიმრავლე და უდრეკობა საბოლოოდ მაინც იქნება გადამწყვეტი ამ სიტუაციიდა გამოსვლის გზაზე…
9 მაისს, ევროპის დღეს გილოცავთ!!!
რაც შეხება მეორე მსოფლიო იმში გამარჯვების აღნიშვნას, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ეს იყო ჩვენი, როგორც ქვეყნის ტრაგედია, ჩვენ იძულებულნი გავხდით, ორი იმპერიის დაპირისპირებაში ერთერთის მხარეს დავმდგარიყავით ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლის ფასად(მე პატივს მივაგებ მათ ხსოვნას), დადგა დრო საბოლოოდ უარი ვთქვათ ამ მძიმე წარსულზე და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ბედნიერ და უსაფრთხო მომავალზე!!!
შეუძლებელია, მხოლოდ წარსულით ცხოვრება და მეტიც, წარსულის აწმყოში გადმოტანის მცდელობა…
დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ,,ქართულ ოცნებასაც” მალე ჩააბარებს წარსულს და თავაწეული, ღირსეულად დაუბრუნდება მის ისტორიულ და ბუნებრივ ადგილსამყოფელს
ე ვ რ ო პ ა ს და ევროპულ ცივილიზაციას!!!…წერს კახა მიქაია. 

banner
წინა სტატიაშიმოკრძალებული რეკომენდაცია მომავალ კათოლიკოს-პატრიარქს-გიორგი ტიგინაშვილი
შემდეგი სტატიატრამპი: უკრაინის საზღვართან აშშ-ის ჯარების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს