ახლა ვუსმინე ამ კულულებიან ხბოს. სრულიად გამიზნულად აკეთებდა ერთადერთ აქცენტს ევროსასამართლოს სტანდარტულ ფორმულირებაზე, სადაც ფიქსირდება “განმცხადებელი – სახელმწიფოს წინააღმდეგ”, რაც ამ შემთხვევაში ჟღერს როგორც “რუსთავი-2 – საქართველოს წინააღმდეგ”. სხვა, ფაქტობრივად არაფერი უთქვამს. ვუსმენდი მის უაზრო ძემაგოგიას და მახსენდებოდა სააკაშვილის დროინდელი ციხის რეჟიმი, სადაც თანამშრომლები გაუსაძლის დღეში აგდებდენ იმ პატიმრებს, რომლებმაც გაბედეს და სტრასბურგში გაასაჩივრეს განაჩენი: “საქართველოს უჩივიხართ, ბიჭო?!”
მინდა იცოდეს ამ ახალბედა პოლიტიკანმა: საქართველო არც თქვენ ხართ, არც მაშინდელი ჯალათები (ოცნების პირობებში დაწინაურებულნი, გამოუძიებელი სისტემური დანაშაულით) და არც რომელიმე ტელეკომპანია. საქართველო ჩვენ ვართ, საზოგადოება, რომელსაც “იადავასია-ტვ” ყელში ამოგვივიდა და რომელიც არ ჭამს შენს რუსული აქცენტით (ვითომ მომეჩვენა?) ჩამორაკრაკებულ სისულელეს.
ცოტნე გამსახურდია