საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს – პაპუაშვილი

“ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს.

რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს – აქაც, სხვათა შორის, კარგია, რომ ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმაც ის ფორმულირება ზუსტად გამოიტანეს, რომელიც იქ ითქვა თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები განეხილა. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი. ჩვენ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, რომ უკვე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, მაგრამ მთავარი ამ კუთხით, უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს და ეს არის მთავარი” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიეს არის გენოციდი, ეს არის უკრაინელების მიზანმიმართული განადგურება – ლვოვის მერი თავდასხმაზე
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – რადას თავმჯდომარის პოზიციაა, ასოცირებული ტრიოს ფორმატი შენარჩუნდეს და ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად უკრაინის, არამედ ტრიოსა და რეგიონის მიმართ