ევროპარლამენტარ, პოლიტიკური ჯგუფ renew europe-ის წარმომადგენლის, ბერნარდ გეტას განცხადებით, საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში.
„ჩვენ საგნებს უნდა შევხედოთ ცივსისხლიანად და ობიექტურად. საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში. დასკვნა მარტივია. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, უნდა დავეხმაროთ უკრაინას. დემოკრატიის დასახმარებლად აუცილებელია უკრაინის დახმარება“, – აღნიშნა ბერნარდ გეტამ.
















