საქართველო არ არის პოლიგონი, სადაც დირექტორად თავი შეძლება წარმოიდგინოს ბრაიზამ, ან კრამერმა, ან სააკაშვილმა, ან ბოკერიამ

საქართველო არ არის პოლიგონი, სადაც დირექტორად თავი შეძლება წარმოიდგინოს ბრაიზამ, ან კრამერმა, ან სააკაშვილმა, ან ბოკერიამ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა აშშ-ის საელჩოსთან აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თარხან-მოურავმა აღნიშნა, მთავარი სათქმელი საელჩოსთვის არის ის, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა.

„ეს არის ქვეყანა, რომელიც არ დაუშვებს ისეთი მწამებლების ხელმწიფობას ამ ქვეყანაში, როგორიც არის სააკაშვილი და ბოკერია. კიდევ მით უმეტეს მათი მფარველების დირექტორობას, როგორიც არის კრამერი და ბრაიზა. შეწყდეს სააკაშვილ-ბოკერიას მფარველობა, არამარტო აშშ-ის საელჩოს მხრიდან, არამედ სხვა საელჩოების მხრიდანაც. შეწყდეს დაფინანსება მათი, ყოველგვარი რევოლუციური ორგანიზების შექმნა, როგორიც არის „კმარა“. შეწყდეს ყოველგვარი სიყალბე, რაც დაკავშირებულია ნატო-სთან. არავინ არსად არ მიგვიღებს ჩვენ. შეწყდეს ეს სიყალბე, რომლის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, სააკაშვილ-ბოკერიებმა სამარცხვინოდ ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, ახლა უნდათ ჩვენი ახალ ომში ჩათრევა.

მე ბევრჯერ მითქვამს, კარგია თუ 29 ქვეყანა მხარს გვიჭერს, მაგრამ ეს არ მოხდება. 30 წელი ჩვენ ვისწრაფოდით და ვერაფერი ვერ მივიღეთ, რატომ? იმიტომ რომ მთავარი წევრები, გერმანია და საფრანგეთი ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ საქართველო არ მოხვდება ნატო-ში. ჩვენი მოთხოვნა არის, სამხედრო მიუმხრობლობა. არავითარი ბლოკები და არანაირი ბაზები, არანაირი უცხო ქვეყნების მონაწილეობით წვრთნები. მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა, პირდაპირი დიალოგი და ჩატეხილი ხიდის აღდგენა სოხუმთან და ცხინვალთან, დიალოგი მოსკოვთან, ნორმალიზაცია ურთიერთობის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ სწრაფვა, – აი ეს არის მოთხოვნები. ნატო-ში ერთი ქალაქი მიიღონ თბილისი და ჩვენ მხარს დავუჭერთ. წლის ბოლომდე მიიღონ ერთი ქალაქი“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზეზი 10 სექტემბერს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციაა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი გზავნილია, რომ ქართველ ხალხს დაუგდოს ყური საერთაშორისო პარტნიორმა, ეს იქნება ამერიკა, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ჩვენ ამერიკას ომს კი არ ვუცხადებთ? ჩვენ ვეუბნებით: დაინახე ქართველი ხალხი, დაანებე თავი მწამებლების მფარველობას!