“საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა და ექსპერიმენტების პოლიგონი, სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა და ბრაიზამ” – მარშანია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 13:58

“საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა და ექსპერიმენტების პოლიგონი, სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა და ბრაიზამ” – მარშანია

საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა და ექსპერიმენტების პოლიგონი, სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა და ბრაიზამ – ამის შესახებ განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე საუბრისას გააკეთა.

“საპარლამენტო ტრიბუნიდან გვინდა გავაჟღეროთ ის მკაფიო გზავნილები, რომლებიც გახმოვანდა. პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ამერიკის საელჩოსთან და რომელიც არც ანტიამერიკული იყო და არც დესტრუქციული. პირველი ჩვენი მკაფიო გზავნილი, დაინახეთ ქართველი ხალხი და დადექით იქ სადაც დგას ქართველი ხალხი და არა იქ სადაც დგას და არიან მკვლელები, მწამებლები, მავნებლები და პროვოკატორები სააკაშვილების და ბოკერიების სახით. შეწყვიტეთ მათი მფარველობა და მათ მიერ შექმნილი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება. სად არის აქ ანტიამერიკანიზმი? მეორე, საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა. ექსპერიმენტების პოლიგონი, არ არის ფეოდალური სახელმწიფო, სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა და ბრაიზამ. გასაოცარია ბატონი ბრაიზა, თან ყოფილი ელჩია. ჩამოდის საქართველოში და ლანძღავს თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს.”- განაცხადა მარშანიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 13:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics