საქართველო ამერიკისგან 2 სამხედრო ვერტმფრენს მიიღებს

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დავით ებრალიძის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა ორი სამხედრო ვერტმფრენის ამერიკის მხრიდან გამდოცემის საკითხი მოიწონა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავით ებრალიძემ აღნიშნა, ვერტმფრენების გადმოცემა 50 მილიონიანი გრანტის ფარგლებში მოხდება.

“ამ ორი ვერტმფრენის ღირებულება 18 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარია. ამ ღირებულებაში შედის, როგორც ვერტმფრენების, ასევე მისი ნაწილების მარაგი და მფრინავების გადამზადება. ვერტმფრენებს, კვალიფიციურ მფრინავებთან ერთად, 2018 წლისთვის მივიღებთ. ვერტმფრენები იქნება ახალი”, – აღნიშნა დავით ებრალიძემ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: მომავალ წელს ლარი შესაძლოა 10 %-ით გამყარდეს
შემდეგი სტატიადაყაჩაღების მცდელობა სათამაშო იარაღით ზუგდიდში- სამართალდამცავებმა ერთი პირი ადგილზე დააკავეს