საქართველო ახალი საფრთხის წინაშე დგას, ამ საფრთხეს ქმნის რუსეთი, ქართული რეჟიმი და “ერთიანი ოპოზიცია”

გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს

“რუსეთს აქვს სტრატეგიული გეგმა კავკასიისთვის, რასაც ის სომხეთს და აზერბაიჯანს ინფრასტრუქტურული პროექტის სახით სთავაზობს და ბუნებრივია მასში საქართველოც იგულისხმება. საქართველოს გარეშე რუსეთს გაუჭირდება საკუთარი სტრატეგიული ინტერესების განხორციელება, მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისითაც კი.
ვლადიმერ პუტინის გეგმა, რომ კავკასიის ანექსიის პროექტში საქართველო თავისი ინიციატივით ჩართულიყო, ჩავარდა და სალომე ზურაბიშვილი განტევების ვაცი აღმოჩნდა. საქართველოს პრეზიდენტი კრემლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების გვერდით აპირებდა დგომას, მაგრამ ზურაბიშვილი შეერთებული შტატებიდან დაამუხრუჭეს.
რუსეთს სჭირდება საქართველოს ჩართვა ამ პროექტში, რომლის თანახმადაც რუსეთი გააკონტროლებს საქართველოს სამხედრო გზას და ტვირთის ტრანზიტს. ვლადიმერ პუტინი აპირებს კავკასიაზე სამხედრო კონტროლის აღდგენას, რასაც უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწოდებს. საბედნიეროდ რუსეთის არავის სჯერა.
შეერთებულ შტატებში რუსეთს გამოეცალა ხელიდან პოლიტიკური საყრდენი, სამარცხვინო ფიგურა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის შერყევა სურდა. შეერთებულ შტატებს დემოკრატი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, რომელიც ქმნის უშიშროების საბჭოში ახალ ორგანოს და ის რუსეთს, როგორც განსაკუთრებული საფრთხის წყაროს, დაკვირვების ცალკე ობიექტად აქცევს.
უნდა გვესმოდეს, რომ რუსულ საფრთხეებზე საუბრისას ვგულისხმობთ რუსეთის პარტნიორებსაც, რომლებიც რუსული საფრთხის გამტარები არიან. რუსული საფრთხის გამტარებში ცალსახად იგულისხმებიან მისი პარტნიორი ქვეყნები და პოლიტიკური ძალები. ასეთ ძალებში იგულისხმებიან ქართული რეჟიმი და “ერთიანი ოპოზიციაც”, რომელთაც ვერ დადგეს „შოუ 2020“, ასევე მრავალი ფინანსურ-პოლიტიკური აფიორა და მათ ერთობლივად შეიყვანეს საქართველო ჩიხში.
შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის მოღვაწეობის პირობებში, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი გახდება, მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება ძალაუფლების უზურპატორი რეჟიმი და „ერთიანი ოპოზიცია“-რომელიც ასევე რუსული სეგმენტითაა გაჯერებული. ერთიან ოპოზიციას თავად სურს ერთპარტიულად ჩაანაცვლოს ივანიშვილის რეჟიმი და დასავლეთის თვალის ასახვევად რამდენიმე პარტიად წარმოგვიდგა.
ქართველ ოლიგარქს და მის ოპოზიციურ მთავარ პარტნიორს შეერთებული შტატების მოტყუება აღარ გამოუვა, რის გამოც მიიმალა ფორმალურად ივანიშვილი და გადამალა ქონება.
ახლა გვჭირდება მეტი სიფხიზლე და აქტიური ბრძოლა, სახალხო ბრძოლა.
ჩვენ გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მალე წარმოვადგენთ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა იაროს ქვეყანამ, რომ დავიხსნათ საქართველო ივანიშვილის და მისივე ოპოზიციის კლანისგან”,-განაცხადა მუხრან ბურჭულაზემ

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: საპატრიარქოს ნაშოვნი მილიონები თუ ჯიპის ფულები ეს 30 წელი რომ მოეხმარებინა ქართველი მუსლიმების წინაპართა რელიგიაზე მოსაქცევად, აღნიშნული ამბები არ მოხდებოდა
შემდეგი სტატიავალერი კატუკია: უფრო ხმამაღლა და უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ დევნილთა შელახული უფლებებისთვის!