“საქართველო აღარ უნდა იყოს ადგილი, სადაც არჩევნების შედეგს წყვეტს ის, ვინც ხმებს ითვლის”

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეფორმებმა შედეგი უკვე გამოიღო და ეროვნულ დონეზე უკვე ორჯერ ჩატარდა არჩევნები – საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის, რომლებიც საერთაშორისო შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი იყო. ამის შესახებ გიროგი კვირიკაშვილმა სამუშაო სადილზე განაცხადა, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

„მოქმედებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი სტრუქტურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთავრობა 100%-ითაა მოწოდებული, ეს მოლოდინი გაამართლოს. სასწორზე ბევრად მეტი დევს, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებაა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაცილებით უფრო ღირებულია. აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა შიშისა და ზეწოლის, ან ძალადობის გარეშე მიიღონ. არ უარვყოფ, რომ გასულ წლებში ეს ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო. თუმცა, ეს ასე არაა დღევანდელ საქართველოში – აქ ადგილი არ აქვს ძალადობრივ პოლიტიკას. ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო აღარ იყოს ის ადგილი, სადაც არჩევნების შედეგს წყვეტს ის, ვინც ხმებს ითვლის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშილარი ისევ გამყარდა – ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3093 ლარია
შემდეგი სტატიაპედრო აგრამუნტი: მხარს ვუჭერ გიგი წერეთელს, ჩემს ძველ და კარგ მეგობარს