“საქართველო 15-დან ერთ-ერთ ქვეყნად დასახელდა, ეს არის აღიარება იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია ქვეყანამ”

საქართველო 15-დან ერთ-ერთ ქვეყნად დასახელდა, ეს არის უსაფრთხოების სია, ეს არის აღიარება იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია ქვეყანამ, რომელიც ჯანდაცვის კრიზისის მოგვარებაზე არის ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირის ინდივიდუალურ წევრებთან კომერციულ საჰაერო გადამზიდავდებთან.

„მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააწვები და ყველაფერი შესრულდება. ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირის ინდივიდუალურ წევრებთან, კომერციულ საჰაერო გადამზიდავდებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშეების, რომელთანაც საჭიროა მუშაობა. უსაფრთხო სია გახლავთ საუკეთესო წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით ამ სიაში. ველოდებით დაძაბულ მუშაობას ჩემ კოლეგებთან და სხვებთან, რათა აქტიურად ვიაროთ წინ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა

banner
წინა სტატიაშისაპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
შემდეგი სტატიაგამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,საგამოცდო ცენტრების აღჭურვის პროცესი სრულდება