საქართველო 1:3 თურქეთი – ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი დასრულდა

საქართველო 1:3 თურქეთი – დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა.

პირველი ისტორიული გოლი თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მიქაუტაძემ პირველი გოლი გიორგი ქოჩორაშვილის პასით გაიტანა.

შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიელჩი: რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა