5.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

საქართველოს აეროპორტებში ამინდზე დაკვირვების ახალი ავტომატიზებული სისტემის შესყიდვაზე, მთავრობამ განკარგულება გამოსცა

საქართველოს აეროპორტებს ამინდზე დაკვირვების ახალი ავტომატიზებული სისტემა ექნება,- აღნიშნულ საკითხზე განკარგულება მთავრობამ გამოსცა.

განკარგულება 2026-2027 წლების განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების აეროდრომებისთვის ამინდზე დაკვირვების ავტომატიზირებული სისტემების სახელმწიფო შესყიდვას ეხება.

განკარგულებაში პროექტის ბიუჯეტი მითითებული არაა, მის შესახებ ცნობილი ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. პროცესის სამართლებრივ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განახორციელებს.

ამასთან, ამ შესყიდვების ადმინისტრირების მიზნით შეიქმნა სპეციალური სატენდერო კომისია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამინისტროების მინისტრის მოადგილეები და „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ ლვოვის რეგიონზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი: რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს