საქალაქო სასამართლოში სააკაშვილისა და ჯანაშიას საქმის განხილვა იწყება

საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის – თემურ ჯანაშიას საქმის განხილვა იწყება, რომელიც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას გულისხმობს.

ბრალდების მხარე საქმის განხილვას წერილობით მტკიცებულებების წარდგენით განაახლებს. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვას.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, განკარგულებები 2013 წელსაა გამოცემული და ადასტურებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ხარჯებს ანალოგიური წესით აფინანსებდა, რაშიც მის წინამორბედ თემურ ჯანაშიას ედავებიან.

ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა 2009 -2013 წლებში არამიზნობრივად იყო გახარჯული, მათ შორის თანხა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის და ავტომანქანების მომსახურებაზე დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაში“ეს არჩევნებიც შეფასდა როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი”- საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას რატიანი ეხმაურება
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ნაცვლად, შესაძლოა, მარიკა დათუკიშვილი შევიდეს