საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა გრძელდება

საქალაქო სასამართლოში დღეს, 24 ივნისს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესზე დღესაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროკურატურა მოწმის სახით დღესაც სავარაუდოდ პოლიციელებს წარადგენს, თუმცა დაცვის მხარისთვის მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

“სავარუდოდ, დღესაც გავაგრძელებთ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვას და ესენი იქნებიან ალბათ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. 90% ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არიან ნიკა მელიაზე ბრალდების მხარის მოწმეები და მათგან რამდენიმე ამბობს, რომ რამდენიმე მეტრის მანძილზე გაიგეს როგორ თათბირობდა ნიკა მელია თითქოს რევლოუციის მოწყობაზე”, – თქვა ადვოკატმა, გიროგი კონდახიშვილმა.

სასამართლო სხდომას ბოლო პროცესების მსგავსად დღესაც ვერ დაესწრება “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე”, რადგან ნიკა მელია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დარბაზიდან გააძევა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს
შემდეგი სტატიაჯარიმების მოხსნის მთავარი მიზანი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა – დამენია