საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. “რუსთავი2”-ის საქმეზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესია. სხდომაზე საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალურ დირექტორს, ზუკა გუმბარიძეს დაკითხავენ.

“დღევანდელი პროცესი არის გაგრძელება საქმის, რომელიც მიმდინარეობს ინტერმედიისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, მე დღეს კიდევ ერთხელ გამოვიკითხები როგორც მოწმე, მე არ ვიცი რა დამატებითი კითხვები უნდა დასვას პროკურატურამ”, – თქვა გუმბარიძემ პროცესის დაწყებამდე.

ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ  პროცესზეც მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბრალდების აბსურდულობას დაადასტურებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ბიუჯეტზე: “9 მილიონ ლარად 9 ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდით
შემდეგი სტატია“ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის ახლაც”