საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება დავით ნაფეტვარიძეს წვრილმან ხულიგნობას ედავება. ის გუშინ საკუთარ სახლთან დააკავეს.

როგორც ადვოკატი გოგა ონიანი ამბობს, საქმე ეხება თბილისის მერიასთან გამართულ აქციას, სადაც ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემის ფაქტს.

„დავით ნაფეტვარიძის დაკავების საქმეს სამართლებრივი შემადგენელი საერთოდ არა აქვს. შეთითხნილი ბრალდებით მას ედავებიან წვრილმანი ხულიგნობას, თუმცა ვერ ასახელებენ იმ მოქალაქეს ვისაც მიაყენა შეურაცხყოფა,“ – აცხადებს ადვოკატი, გოგა ონიანი.

სასამართლო პროცესზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო ზეწოლად აფასებენ.

„ბიძინა ივანიშვილს ილუზიაა აქვს, რომ ამ მეთოდებით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ეს მცდელობა არის აბსოლუტურად განწირული,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა საარჩევნო სიას ახალი პრინციპით დააკომპლექტებს
შემდეგი სტატიაკალიფორნიაში დონალდ ტრამპის მიმართვა საპროტესტო აქციის გამო გადაიდო