საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

გავრილოვის ღამე – თბილისის საქალაქოში დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს.

„რაც ბრალდებამ წარმოადგინა მტკიცებულებების სახით, მოწმეების ჩვენები და ის ვიდეომასალა, რაც ვნახეთ, არ გვაძლევს დანაშაულის შემადგენლობას, რა ბრალდებაც აქვს მას წარდგენილი. მაქსიმუმ შეიძლება, ამ შემთხვევაში ვინმემ ისაუბროს რაღაც ადმინისტრაციულ გადაცდომაზე. ამიტომ ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე შეწყვიტოს საქმის წარმოება და არსებით განხილვას არ გადასცეს” – აღნიშნა ჭაბაავილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნინო ლომჯარიას მოუსმენენ
შემდეგი სტატიაალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი ამხილა