საქალაქო სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება.

საქმე ეხება მისი გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებას.

როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, სასამართლო დასკვნით ეტაპზეა და დღეს მხარეებმა რეპლიკები უნდა წარმოთქვან. არ არის გამორიცხული მოსამართლე გიორგი დარახველიძე გადაწყვეტილების მისაღებად დღეს გავიდეს.

სასამართლო სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაში,,დ.ღ.-ს 19 იანვარს პატიმრობის ვადა ეწურებოდა და ამის გამო გაათავისუფლეს, თუმცა პროცესები გაგრძელდება”
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა