2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ნანა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის რამდენიმე მოწმეს დაკითხავენ. კერძოდ კი, ორ ექსპერტს, პატრულის ორ თანამშრომელსა და სდსს-ის თანამშრომელს.

შეგახსენებთ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ხოლო მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
რაც შეეხება ნანა სანდერს, მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიამაკრონი: “აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირს ზიზღით უყურებს და მის დაშლას ცდილობს”