საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სკანდალური განცხადება

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 2015 წელს აჯამებს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მიმდინარე წელი საკმაოდ პრობლემატური იყო.

ახვლედიანი მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ მან რამდენჯერმე მოითხოვა საქალაქო სასამართლოებში ახალი მოსამართლეების დამატება და შტატების ზრდა, თუმცა უარი მიიღო. ახვლედიანი აცხადებს, რომ მას ბოლოს შეთავაზეს ერთი შტატი, ან მოსამართლის, ან მოსამართლის თანაშემწის რაზეც ახვლედიანი ამბობს, რომ ეს არასაკმარისი იყო.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ვერ გაამთართლა. ახვლედიანის განცხადებით, გვენეტაძის ნომერიც არ იცის და აცხადებს, რომ არჩევის შემდეგ გვენეტაძე საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობით არ დაინტერესებულა.

აქვე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი საეჭვო რეპუტაციის მოსამართლის დანიშვნა მოხდა. ახლვედიანი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა პირადი ნაცნობობით მოხდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: დაპირებები არ იყო გადაჭარბებული, არამედ ამ დაპირებების აღქმა იყო არაადეკვატური