საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე: ნინო გვენეტაძე უნდა წავიდეს

????????????????????????????????????

უნდა წავიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია დანიშვნების ის წესი, რომლითაც საბჭო მოსამართლეებს ნიშნავს.
მამუკა ახვლედიანის განცხადებით, უჭირს კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ვერანაირ განვითარებას ვერ ხედავს არსებული თავმჯდომარისა და საბჭოს პირობებში.
მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ საჩივარი მოამზადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.
მისივე თქმით, ეს უკავშირდება გარკვეულ შეურაცხყოფას, რომელსაც როგორც მისი, ასევე, სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში აქვს ადგილი და რომელზეც “რეაგირებას არ ახდენს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე”.
ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ საჩივრის მოსამაზადებლად მან დაახლოებით სამი თვის წინ გამოითხოვა საბჭოს ჩანაწერები, რაც დღემდე არ მიუღია.
“ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის პირობებში. საბჭოც და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისი თქმით, იგი არ აპირებს იოლად წავიდეს სისტემიდან. როგორც მან აღნიშნა, სისტემის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.
“არასწორად შერჩეულმა საბჭომ და მოსამართლეების არასწორად დანიშვნებმა არაერთი პრობლემა გააჩინა, რომელიც თუ უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება დამღა”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა ახალი დირექტორი შენობაში არ შეუშვა
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: ივანიშვილის მადა არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ხალხი გაღარიბდა