საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიის საერთო შენობისთვის დამატებით 12 მილიონს ითხოვენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიისთვის ერთი შენობის აშენების ინიციატივას აკრიტიკებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დროისთვის ერთი მოქმედი შენობა აქვს, მეორის მშენებლობა მიმდინარეობს, მესამე შენობის პროექტი კი არსებობს, რომლისთვისაც დაახლოებით 34 მლნ ლარია საჭირო.

საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლები 34 მილიონი ლარის კიდევ 12 მილიონით გაზრდას და ერთი მასშტაბური შენობის აშენებას ითხოვენ, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგია განთავსდება.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ თუ ახალი შენობა აშენდება, მაშინ არსებული შენობა და ის, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, საქალაქო სასამართლოს აღარ დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევს.

„წინა სხდომაზე წევრების მხრიდან, უმრავლესობის მიერ დაყენებული იყო საკითხი, რომ ჩვენ მოვითხოვოთ, დამატებით, დაახლოებით, 12 მლნ ლარი იმისთვის, რომ ეს მესამე შენობა იყოს, არა მცირე ზომის და მხოლოდ ერთი კოლეგიისთვის, არამედ სამივე კოლეგიისთვი9ს ერთიანი დიდი შენობა, ამაზე, რა თქმა უნდა, მე მქონდა საკმაოდ კრიტიკული მოსაზრება, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსგან დამატებით, ასეთი დიდი რაოდენობის თანხის მოთხოვნა არის არარაციონალური, ვინაიდან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი შენობა.“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაქცია მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად – პრეზიდენტს ნარკომოხმარებისთვის მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართავენ
შემდეგი სტატია,,თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამით მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდებათ, კეთილი ინებონ და დაამატონ”