საქალაქო სასამართლომ ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, მ. ნ.-ს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება. ასევე, ყაჩაღობა, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას. ასევე განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში-ორი ან მეტი პირის მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, მ.ნ.-მ გადაწყვიტა ყაჩაღურად თავს დასხმოდა თბილისში, ზაჰესის დასახლებაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს, რომლებიც იმავე მისამართზე, სასურსათო მაღაზიას ფლობდნენ და კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად მ.ნ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლო იარაღი საბრძოლო მასალით, რომელსაც დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოყვანის მიზნით უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. 2018 წლის 14 იანვარს, დახლოებით 22:30 საათზე მ. ნ. თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ ცოლ-ქმარს ე.ტ.-ს და ი.ხ.-ს, მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას რამდენიმე გასროლით მოკლა ცოლ-ქმარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების, ასევე განზრახ მკვლელობის ნაწილში დამამძიემებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ მ. ნ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 20 წლით განუსაზღვრა. რაც შეეხება ყაჩაღობის ბრალდებას, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია პირის დამნაშავედ ცნობისათვის და მ.ნ. ბრალდების ამ ნაწილში გაამართლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითეონა ჭალიძე თეა წულუკიანს – ძალადობის ფაქტების უგულებელყოფით თქვენ ძალადობას ახალისებთ
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – აჰმედ ჩატაევი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი, ასრულებდა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ოპერატიულ დავალებებს