საქალაქო სასამართლომ კობა დავითაშვილის ცემის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

საქალაქო სასამართლომ კობა დავითაშვილის ცემის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

საუბარია საქმის იმ ეპიზოდზე, რომელზეც ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წაყენებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ შესავალი სიტყვა თქვა და პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე და იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რაც მათი თქმით, ადასტურებს მაშინდელი გენერალური პროკურორის მიერ გაცემულ დანაშაულებრივ ბრძანებას.

ერთ-ერთი მოწმე, რომელიც პროკურორის განცხადებით საუბრობს, თუ რა დავალებებს იღებდა ადეიშვილისგან შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძეა. თუმცა ადეიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში მხოლოდ ამ მოწმის ჩვენებაა ადეიშვილის წინააღმდეგ და მან ეს ჩვენება, როგორც ასევე კობა დავითაშვილის საქმეზე ბრალდებულმა, პროკურატურასთან გარიგების საფუძველზე მისცა გამოძიებას.

კობა დავითაშვილი 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სცემეს და დააკავეს.

დავითაშვილი ბაზრობაზე საპროტესტო აქციისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად იმყოფებოდა. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

banner
წინა სტატიაშიზვარეში პროტესტი შეწყდა – საწარმოში მუშაობა განახლდება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ტრამპი ივანიშვილისგან განსხვავებით, მარკ ტვენსა და ჯეკ ლონდონს არჩევს