თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილეების, ირაკლი ფიფიას, გიგი კილაძის, გუკა ბარდაველიძის, ლევან ნაჭყებიას საქმეები განიხილეს.
აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეებიდან მოსამართლეებმა, ლელა ცაგარეიშვილმა და ზვიად ცეკვავამ ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა არ გამოიყენეს, არამედ ოთხივე შემთხვევაში მოსამართლეები სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლნენ.
ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო, მოსამართლეებს მაქსიმალურად მსუბუქი სანქცია შეეფარდებინათ, თუ დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობდნენ. დაკავებულთა ნაწილი სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში გაამართლა, თუმცა დაუმორჩილებლობაში ცნო სამართალდამრღვევად და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.