საქალაქო სასამართლომ ღლონტი-აკობიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე გია გაჩეჩილაძის კუთვნილ წილს სადავოდ ცნობას მოითხოვდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, წილები კვლავ გია გაჩეჩილაძის ხელში რჩება.
მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ დასაბუთებად ის მოიყვანა, რომ არ არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება; არსებობს, მხოლოდ წილის გასხვისების წინარე ხელშეკრულება, რაც თავისთავად წილის გაყიდვას არ ნიშნავს, ვიდრე ძირითადი ხელშეკრულება არ იქნება დადებული. ქოჩიაშვილის განმარტებით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი იყო.

მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეტანხმება და პროცესს ხელისუფლების მიერ მართულს უწოდებს. მისი თქმით ის გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას აპირებს. ქართული სასამართლოების მიერ მისი სარჩელის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში კი არ გამორიცხავს, რომ სარჩელით სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.2447 ლარია
შემდეგი სტატიაშუახევში სასკოლო ავტობუსი დაიწვა