საქალაქო სასამართლომ აქციის კიდევ რამდენიმე წევრი დააჯარიმა

თბილისი საქალაქო სასამართლოში დილიდან გრძელდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესები. აქტივისტებსა და მოქალაქეებს გზის გადაკეტვას, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის 500 ლარით უკვე დააჯარიმა აქციის ერთ ერთი მონაწილე მარიამ დადუიშვილი, ხოლო 2 400 ლარით დაჯარიმდა კიდევ ერთი პირი – მერაბ მელიქიშვილი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მოსამართლე აქციების მონაწილეების მიმართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, აქტივისტებს სოლიდურ ფულად ჯარიმას აკისრებს:

“შსს-მ წარმოადგინა აქციის ზოგადი კადრი, სადაც საერთოდ არ ჩანს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირი და ჩანს აქციის მიმდინარეობა. წარმოდგენილი იყო 2 პოლიციელის ჩვენება, რომელიც არ იყო ერთმანეთთან თანხვედრაში და საკმაოდ აცდენა იყო ჩვენებებში. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და პიროვნება დააჯარიმა 2 400 ლარით” – ამბობს მერაბ მელიქიშვილი ადვოკატი “ფორმულასთან”.

banner
წინა სტატიაშიყოველთვიური განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რას აჩვენებს უახლესი მაკროეკონომიკური მონაცემები?
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა – ბრეგაძე