საქალაქო სასამართლო იულია სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების საკითხზე მსჯელობს.

ბრალდების მხარე საგამოძიებო ვადის გაგრძელებასა და სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ორი თვით გახანგრძლივებას ითხოვს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ, იულია სუსლიაკის მეუღლეს, იური სუსლიაკს პროკურატურამ დაკავებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა სიმბოლური ჯარიმის ხარჯზე. ადვოკატის თქმით, იური სუსლიაკმა უარი განაცხადა.

იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი შინაარსს დაკარგავს, თუ პარლამენტი შსს-ს მიერ ხელდასმულ კანდიდატს დაამტკიცებს
შემდეგი სტატია16 წლის ნათესავის გაუპატიურების საქმე – 40 წლის კაცი პატიმრობაში რჩება