საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები მიმდინარე კვირაში დასახელდება

დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის ვაკანტური კანდიდატურები თბილისის საკრებულოს ამ კვირაში წარედგინება.
როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები სრულდება.
“ვასრულებთ კონსულტაციებს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად რამდენიმე ადამიანის შერჩევასთან დაკავშირებით. ამ კვირის განმავლობაში თბილისის საკრებულოს წარედგინება კანდიდატურები, რათა დადგენილი წესის შესაბამისად იმსჯელოს და დაამტკიცოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიაში ამ დროისთვის ვაკანტურია კეთილმოწყობის, ზედამხედველობის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაშემოვლითი რკინიგზის შესახებ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი სიახლე გახდება ცნობილი