9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

“საფრთხის დონე საშუალო”- საქართველოში ამინდი უარესდება

საქართველოში ამინდი უარესდება.

“15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით.

16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშზე: ეს მეტყველებს იმაზე, რომ დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი
შემდეგი სტატიაბრიუსელში ორშაბათს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ