12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

“საფრთხის დონე საშუალო”- საქართველოში ამინდი უარესდება

1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
შემდეგი სტატიატრამპი: უკრაინულმა დარტყმებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დიზელის ბაზარზე იმოქმედა