33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილი “შეურაცხმყოფელი კომენტარის” გამო 2000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიასეს-მა საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა