9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიოს გაპატრიარქება შიგნით მოგვარებული არ არის – თეოლოგი
შემდეგი სტატიაყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში – როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა