25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

“საფრთხის დონე მაღალი”- საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ იუწყება.

“19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)”_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიცის ალიანსი”: ივანიშვილის რეჟიმი ამ ადამიანებს სჯის იმიტომ, რომ ვერ დაიმორჩილა
შემდეგი სტატია“გადაწყვეტილებები სამ კაცში არ უნდა მიიღებოდეს” — ანა წითლიძე ენმ-ზე