საფრთხე უვიზო მიმოსვლას – მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიგრანტთა ლეგალური დასაქმებისა და ეკონომიკის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – ოპოზიცია ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მუშაობა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.

ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, იმუშაონ ევროპელ პარტნიორებთან, რათა მიგრანტებმა ევროპაში ლეგალურად დასაქმება შეძლონ. ასევე ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე იზრუნონ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ისინი აცნობიერებენ პასუხისმგებლობას და ყველა შესაბამისი მიმართულებით მუშაობენ.

„რა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა?- პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, მეტად გავაძლიეროთ ეკონომიკა, ანუ ეკონომიკური განვითარება ამაზე უნდა ვიმუშაოთ და მეორემხრივ უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან. ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან უკვე დაიდო ხელშეკრულება, რომ ლეგალურად წავიდნენ ჩვენი მოქალაქეები და ლეგალურად დასაქმდნენ. მე დარწმუნებული ვარ, წელს და გაისად კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან დაიდება ასეთი ხელშეკრულება,“-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშისადაო კანონი მოსამართლეების შესახებ – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები ხელისუფლების მხრიდან პანკისში რეპრესიული ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავენ