“ფაქტობრივად, ჩვენ აღარ ვართ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, ეს მხოლოდ ფორმალობად დარჩა, მაგრამ საფრთხე იმის, რომ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, არის რეალური”,_ ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მანამდე სოციალურ ქსელში “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს – ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თაობაზე.















