
“საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი; თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს; ჩვენი მომავალი ევროპაშია” – სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც ამ წუთებში მარშით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები აპირებენ, რომ ევროპის მოედნიდან, თავდაპირველად, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლონ.


















