ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს.
ამ წუთებში ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დაკეტილია.
“ოცნების” სიის პირველი ნომერი “ოცნების” პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება.
ივანიშვილის პარლამენტში მისვლისთვის, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს.