საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერევანში რაიოსადგურის შენობა დაიკავეს

სომხეთის ქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერევანში რაიოსადგურის შენობა დაიკავეს – პროტესტანტები სერჟ სარქსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიან -ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
აქციები ოპოზიციური პარტია “ელკის” მიერ არის ორგანიზებული. რადიოსადგურში მყოფი აქციის მონაწილეები მათ პირდაპირ ეთერში ჩართვას ითხოვდნენ. მოგვიანებით პარტიის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო და ის “ინფორმაციული ბლოკადის” მოხსნის სურვილით ახსნა.
გუშინ საღამოს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო საპროტესტო მიტინგის მსვლელობისას ოპოზიციამ ოთხი ქუჩა გადაკეტა და გამოაცხადა, რომ მთელ ღამეს მოედანზე გაათენებენ. ქალაქის ცენტრში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციები 9 აპრილიდან ყოველდღე იმართება. დღეს მომიტინგეებმა მოწოდება გააკეთეს, რომ სტუდენტები და სხვა ახალგაზრდული ჯგუფები შეერთებოდნენ პროტესტს.

სომხეთის ახალი პრეზიდენტის არმენ სარკისიანის პოსტზე ასვლით, სომხეთი ოფიციალურად გადავიდა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ორშაბათს, 9 აპრილს ქვეყნის ეროვნულ პარლამენტში შედგა. სერჟ სარქსიანი ქვეყანას 2008 წლიდან მართავდა.

banner
წინა სტატიაშიქართველი “კანონიერი ქურდი” ირაკლი ხუტუ უკრაინიდან გააძევეს
შემდეგი სტატიააქვთ თუ არა აშშ-ს და მოკავშირეებს სირიაში კანონიერად ყოფნის უფლება