საპროტესტო აქციის მონაწილეები აპირებენ მოძრაობის გადაკეტვას ერევნის ცენტრში

ერევანიერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეები აპირებენ მოძრაობის გადაკეტვას ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, მაშტოცის პროსპექტზე და რესპუბლიკის მოედანზე.
დემონსტრანტები მხარს უჭერენ სამხედრო დაჯგუფებას „სასნა ცრერს“, რომელიც ორი კვირის წინ შეიჭრა და დაიკავა პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობა. დემონსტრანტები არ აპირებენ დაშლას. მათი მოქმედების გეგმები ჯერ-ჯერობით უცნობია.
გუშინ, ერევანში ადგილი ჰქონდა შეტაკებას მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, რომლის დროსაც სამართალამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ათეულობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში სხვადასხვა სახის ჭრილობით და დამწვრობით.

banner
წინა სტატიაშიერევანში ისევ გრძელდება დემონსტრაცია
შემდეგი სტატია(video) ტეხასში საჰაერო ბურთის ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა