“საპროტესტო აქციების გარდა ჩვენ სამართლებრივ გზებსაც მივმართავთ ბოტანიკური ბაღის დასაცავად”

ირაკლი აბესაძის ინიციატივას თბილისის საკრებულო დაეთახმა

სამოქალაქო სექტორი და საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებას აპროტესტებს. მომავალი კვირიდან ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების განახლება იგეგმება.

“მიუხედავად იმისა, რომ ფინსერვისის საკუთრებაში არსებულ 10 ჰექტარზე, მათ შორის ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარზე ბიძინა ივანიშვილს მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა, დავით ნარმანიამ 21 აპრილს უკვე გასცა სპეციალური ნებართვა იქ სასტუმროს მშენებლობის, ეს კანონმდებლობის უხეში დარღვევა, ასე, რომ ქუჩაში საპროტესტო აქციების გარდა ჩვენ სამართლებრივ გზებსაც მივმართავთ ბოტანიკური ბაღის დასაცავად,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები კულტურის სამინისტროსგან დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვენ. აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ სასამართლოს მიმართონ.

არასამთავრობოებს შეკითხვები ბოტანიკური ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსთან დაკავშირებითაც აქვთ.

„ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, უფრო მეტიც, მაშინ ეროვნული კატეგორია არსებობდა და სწორედ ეროვნული კატეგორია აქვს ბოტანიკურ ბაღს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ ასეთ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს,“- განაცხადა კულტუროლოგმა, დაგეგმარების და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ცირა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ამ პროგნოზებს” – ზურაბ აბაშიძე IRI-ის კვლევებს ეხმაურება
შემდეგი სტატიავნების კვირის ყველაზე მძიმე დღე – წითელ პარასკევს იერუსალიმში აღნიშნავენ