„საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, თუმცა საზოგადოებას სწრაფი მიზნის მიღწევის ილუცია არ უნდა შევუქმნათ, რომელიც ნიჰილიზმს თესავს“ – გიგა ბოკერია

„ჩვენთვის ბუნებრივია ვადამდელი არჩევნებია სამიზნე, ოღონდ ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ის წილი საპროტესტო საზოგადოების არ აღმოჩნდა საკმარისი, ეს არის ფაქტი, ამიტომ ამ საპროტესტო საზოგადოებას სჭირდება გაფართოვება,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

„საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, ოღონდ აქაც უნდა გვესმოდეს, რომ აქციებისას საზოგადოებისთვის სწრაფი შედეგის მიღწევის მოლოდინის შექმნა არასწორია, ეს ყველაფერი არასწორად შემობრუნდება საზოგადოებისთვის, ჩვენთვის ბუნებრივია ვადამდელი არჩევნებია სამიზნე, ოღონდ ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ის წილი საპროტესტო საზოგადოების არ აღმოჩნდა საკმარისი, ეს არის ფაქტი, ამიტომ ამ საპროტესტო საზოგადოებას სჭირდება გაფართოვება, ილუზია იმისა, რომ ეს რეჟიმი სხვანაიად მოიქცევა ამაში ვგულისხმობ, ზეწოლას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ, არ გვაქვს ისევ ასე მოიქცევიან და რომ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში უნდა ვიყოთ მზად ამ წინააღმდეგობების გადასალახად.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თუ იქნება ეს სხვა რომელიმე ღირსეული კანდიდატი, მე ვურჩევ, რომ მან შეინარჩუნოს თანმიმდევრული ნაბიჯები, შეინარჩუნოს სიმშვიდე”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ვართ პატარა ქვეყანა იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს აგრესიულ ქცევას, არ გვაქვს საშუალება, სამხედრო კუთხით გავუთანაბრდეთ, ამიტომ უნდა ვიყოთ ამ ძალაზე უფრო ჭკვიანები