საპროტესტო აქციაზე გაშლილი სუფრა-პერფორმანსი,როგორ ხვდება ხელისუფლება ოკუპანტებს

რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენციის საწინააღმდეგო აქციაზე სიმბოლურად სუფრა გაშალეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პერფორმანსი იმის სიმბოლოა თუ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.

“ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს”, – განაცხადა აქციის მონაწილემ მანანა ანდღულაძემ.

აქცია-პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ”-სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გრძელდება
შემდეგი სტატიაფოთში აფეთქებისას დაშავებულ 16 წლის ახალგაზრდას ნეიოროქირურგიული ​ოპერაცია ჩაუტარდება