საპროტესტო აქციას ახალგაზრდებთან ერთად სასულიერო პირებიც უერთდებიან

საპროტესტო აქციას ახალგაზრდებთან ერთად სასულიერო პირებიც უერთდებიან. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, დედა სიდონია და სხვა სასულიერო პირები დღეიდან აქციის მონაწილეების გვერდით დგებიან.

სამღვდელოება ქაშვეთის ეკლესიასთან იმორიგევებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელი შეუშალონ ძალადობას.

მეუფე პეტრე სრულ მხარდაჭერას უცხადებს აქციის მონაწილეებს და მხარს უჭერს მათ მოთხოვნებს.

„9 აპრილის კადრებთან ვავლებდი პარალელს თუ როგორ რუსული ჩექმით შემოსული ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ჩამოიყვანეს, ანუ თვით კომუნისტურმა ხელისუფლებამაც, ეტყობა, მაშინ ვერ მოძებნა და არ ენდო საბჭოთა საქართველოს პოლიციას და ამიტომ სპეცსამსახურები ჩამოიყვანა რუსეთიდან, დაახლოებით, წარმოუდგენელია, ვერ წარმოვიდგენდი, ისევე, როგორც ვერ წარმოვიდგენდი, როდესაც 7 ნოემბრის კადრებს ვუყურებდი და 26 მაისის და ვფიქრობ, რომ, ალბათ, ეს იგივე ადამიანები არიან, არაფერი შეცვლილა,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ თუ ახალგაზრდებს საფრთხე დაემუქრებათ, მათსა და სპეცრაზმს შორის ჩადგებიან.

„როდესაც ყოველდღე ქართული სოფლებიდან იტაცებენ ადამიანებს, ბაღ-ბოსტნებიდან, სასაფლაოებიდან, სალოცავებიდან, მიჰყავთ ეს ხალხი და აბრუნებენ უკან, ან გვამებს, ან დასახიჩრებულ ადამიანებს, ამის შემდეგ ერთმორწმუნეობის საფარქვეშ მოდის ადამიან და მართლმადიდებლობას გვასწავლის, მართლმადიდებლობა არის არ გაუკეთეო სხვას, ის, რაც არ გინდ, რომ შენ გაგიკეთონ. ქართველი ერი ამაზე აღშფოთდებოდა, აბა რა იქნებოდა,’- განაცხადა კიდევ ერთმა სასულიერო პირმა.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი: გახარია უნდა გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
შემდეგი სტატიაშემოქმედის ეპარქიის სამღვდელოება უერთთება ქართველი ხალხის ჩივილს