საპროტესტო აქცია სოფელ ცაიშში

aqcia-saishiსოფელ ცაიშში,სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულმა 60-მა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა – ამის შესახებ “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სამსახურიდან ხელფასის მომატების მოთხოვნის გამო გაათავისუფლეს.

დასაქმებულთა დღიური ანაზარაურება 20 ლარს შეადგენდა. დოლარის დევალვაციის გამო აქციის მონაწილეები  ხელფასსზე 5 ლარის დამტებას ითხოვდნენ, რაც მათი სამსახურიდან გაშვების მიზეზი გახდა.

დამსაქმებელი საწარმო STIMOR Associate ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში STIMOR Associate-მა 2 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.

banner
წინა სტატიაშითურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე წინასაარჩევნოდ “თამაშის წესებზე” შეთანხმების პოლიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს