11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

საპროტესტო აქცია პარლამენტთან – 427-ე დღე რუსთაველის გამზირზე

უწყვეტი პროტესტის 427- ე დღე – რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან, ტროტუარზე, დროშებითა და საპროტესტო ბანერებით დგანან.

რუსთაველზე მივიდნენ გუშინ და დღეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლებული აქტივისტებიც, რომელთაც სასამართლომ ტროტუარზე დგომის საქმეებზე რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

დღევანდელ აქციას საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ შესაძლოა კიდევ რამდენიმე პირი დააკავოს
შემდეგი სტატიამცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი