საპროტესტო აქცია – „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“

„არა ოკუპაციას“ – ამ სახელწოდებით აქცია თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. ორგანიზატორები „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტები არიან, რომლებიც მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.  აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით – „შენ ხარ ოკუპანტი“, „ერთმორწმუნეს არ სწამს“, „რუსეთი კლავს“, „რუსეთი საქართველოს მტერია“.

პროტესტის მიზეზი არის მცოცავი ოკუპაციის ფონზე საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს, იმ საფრთხის აღსანიშნავად, რომელიც ემუქრებათ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, ისე – საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ახალგაზრდების პროტესტს შეუერთდა „ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაც.

 

„არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია!“ – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს ახალსოფლიდან ბერშუეთის მიმართულებითაც.

 

https://youtu.be/SxJIxALmjHI

 

 

banner
წინა სტატიაში(video) „ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის რეგიონალურ ორგანიზაციას აფუძნებს
შემდეგი სტატიაკიევში, გოლოსეევსკის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა