29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

დღეს საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენის შემდგომ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორისათვის წარდგენის მიზნით, საბჭოს სხდომაზე რეკომენდაციები წარადგინეს.

“რეკომენდაციები შეეხო დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, დანაშაულის პრევენციისა და ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს.

საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, საპროკურორო საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რეკომენდაციების მიღებას. მიღებულ რეკომენდაციებს საპროკურორო საბჭო გენერალურ პროკურორს წარუდგენს.

საპროკურორო საბჭოს წევრებს ასევე წარედგინათ ინფორმაცია საპროკურორო საბჭოს ახალი ვებგვერდის შექმნის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშირუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ მოსკოვთან 25 დრონი მოიგერია
შემდეგი სტატიაიტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა